"აღნიშნული შეტყობინება არ შეიცავდა "პანიკის გამომწვევ შინაარსს" - რას აცხადებენ პაატა ბურჭულაძის ვაჟები მათ ოფისში ჩატარებულ ჩხრეკაზე
19-03-2020
"აღნიშნული შეტყობინება არ შეიცავდა "პანიკის გამომწვევ შინაარსს" -  რას აცხადებენ პაატა ბურჭულაძის ვაჟები  მათ ოფისში ჩატარებულ ჩხრეკაზე
"MS ჯგუფის" დამფუძნებლები შუქრი და ლექსო ბურჭულაძეები განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი კომპანიის თანამშრომლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ცუდ ხუმრობას,როდესაც მან ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

ასევე კომპანიის დამფუძნებლების ინფორმაციით, აღნიშნული შეტყობინება არ შეიცავდა "პანიკის გამომწვევ შინაარსს".

"სამწუხაროდ, ჩვენი კომპანიის თანამშრომელმა ცუდად იხუმრა და ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა დედას, დას და ორ მეგობარს, ერთი შეტყობინება კი საკუთარ თავს გაუგზავნა მეორე ნომერზე. აღნიშნული ტექსტური შეტყობინება არ შეიცავ
და პანიკის გამომწვევ შინაარსს და არც სხვა პირებზე ან სხვა ნომრებზე არ გავრცელებულა, მხოლოდ ზემოაღნიშნულმა ხუთმა პირმა მიიღო. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ტექსტურ შეტყობინებაზე და არა ხმოვან გზავნილზე.

ეს ფაქტი კომპანიის მენეჯმენტისთვის გუშინ გახდა ცნობილი და ზემოაღნიშნული თანამშრომელი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან“,-ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ძმები ბურჭულაძეები, აღნიშნავენ, რომ
მათთვის გაუგებარია, რა საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყო სპეცოპერაცია მათ ოფისში და გარკვეულ ეჭვებზე მიანიშნებენ.

"ჩვენთვის გაუგებარია რა საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყო რამდენიმე საათის წინ დაახლოებით 50 კაციანი სპეცოპერაცია MS ჯგუფის ოფისში, რაც ამ დრომდე გრძელდება? რას უკავშირდება და ემსახურება ამ რაოდენობისა და მასშტაბის სამართალდამცავთა ორგანიზება? ეჭვების საფუძველი არსებობს, რადგან ჩვენს ოჯახზე ბოლო წლების მანძილზე არაერთი სახის ზეწოლა განხორციელდა, ადგილი ჰქონდა კიბერშეტევასაც, რის შესახებაც მივმართეთ საქართველოს პროკურატურას, თუმცა იქიდან საიმედო პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია“,-წერია განცხადებაში,რომელსაც ბურჭულაძეები ავრცელებენ.


"ინტერპრესნიუსი"

მარკი
19 მარტი 2020 10:16
ძალიან პროვოკაციული უშნო ხუმრობაა ეს ბატონებო. სირცხვილია.არ დაგავიწყდეთ სამუშაო არე და ფონი განმსაზღვრელია თანამშრომლის ნებისმიერი ქმედებისა.დასანანია რომ ეს მოხდა ქვეყნისთვის ესოდენ დაძაბულ სიტუაციაში.

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები