გორთან ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა - დაშავებულია 2 ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

გორთან ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა - დაშავებულია 2 ახალგაზრდა

გორთან, სამი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 2 ახალგაზრდა დაშავდა. ავტობანზე ერთმანეთს - სატვირთო მანქანა, "მერსედესის" და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

"გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, ორივე პაციენტს ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება, თუმცა, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ექსპერტები მუშაობენ.