ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა - კვირის პალიტრა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ასევე დაჭრილია ერთი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაჭრილიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები არიან.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისმხობს.