"ჩხუბი მძღოლსა და მგზავრს შორის მოხდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მძღოლს ესროლა" - რას ყვებიან ადგილობრივები ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"ჩხუბი მძღოლსა და მგზავრს შორის მოხდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მძღოლს ესროლა" - რას ყვებიან ადგილობრივები ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე?

ადგილობრივების ინფორმაციით, ქუთაისში ჩხუბი მძღოლსა და მგზავრს შორის მოხდა, რა დროსაც უცნობმა პირმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მისამართით იარაღიდან სამჯერ გაისროლა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც ასევე მძღოლია და კონფლიქტში გასაშველებლად ჩაერთო.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია უტარდება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: ქუთაისში, ავტობუსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

"ინტერპრესნიუსი"