"ჩხუბი მძღოლსა და მგზავრს შორის მოხდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მძღოლს ესროლა" - რას ყვებიან ადგილობრივები ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე?
21-03-2020
"ჩხუბი მძღოლსა და მგზავრს შორის მოხდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მძღოლს ესროლა" - რას ყვებიან ადგილობრივები ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე?
ადგილობრივების ინფორმაციით, ქუთაისში ჩხუბი მძღოლსა და მგზავრს შორის მოხდა, რა დროსაც უცნობმა პირმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მისამართით იარაღიდან სამჯერ გაისროლა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც ასევე მძღოლია და კონფლიქტში გასაშველებლად ჩაერთო.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია უტარდება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები