რატომ მივიდა პოლიცია სამების ტაძარში? - კვირის პალიტრა

რატომ მივიდა პოლიცია სამების ტაძარში?

სამების საკათედრო ტაძარში საპატრულო პოლიცია შეტყობინების საფუძველზე მივიდა, თუმცა ადგილზე დარღვევა ვერ გამოავლინა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორ უწყებაში განმარტეს, სამართალდამცველები ტაძარში არსებულ ვითარებას გაეცნენ და მეუფეებს გაესაუბრნენ.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. სამების ტაძარში დილიდან საკვირაო წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"