ქუთაისში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - კვირის პალიტრა

ქუთაისში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ქუთაისის რეფერალური კლინიკის დირექტორის ირაკლი გოგინავას განცხადებით,მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

პაციენტს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

შეგახსენებთ, გუშინ ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. პოლიციამ ცხელ კვალზე მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა.