მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგად გარდაიცვალა - რა მოხდა მესტიაში? - კვირის პალიტრა

მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგად გარდაიცვალა - რა მოხდა მესტიაში?

არსებული ინფორმაციით, მოზარდს იარაღი გაუვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების დახმარების მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც მესტიის საავადმყოფოში "ინტერპრესნიუსს" განაცხადეს, მოზარდს ნაფლეთოვანი ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნებოდა და ის შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

"ვერ გეტყვით, რით იყო მიყენებული ჭრილობა. ამას ექსპერტიზა დაადგენს. დაახლოებით სამი საათის წინ თვითდინებით შემოიყვანეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. სახლში მიასვენებენ, ოჯახმა ესპერტიზაზე უარი განაცხადა", - ამბობენ საავადმყოფოში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"