"ვამზადებ სარჩელს, მინდა მთავრობას წავუყენო" - რას აცხადებს პატიმრობიდან გათავისუფლებული ბესიკ თამლიანი?
"ვამზადებ სარჩელს, მინდა მთავრობას წავუყენო" - რას აცხადებს პატიმრობიდან გათავისუფლებული ბესიკ თამლიანი?
რასაც მე მაბრალებენ არის შეუთავსებელი იმასთან, რაც მოხდა სინამდვილეში. ვამზადებ სარჩელს და იქეთ მინდა წავუყენო სარჩელი ჩემს მთავრობას იმისთვის, რაც გააკეთეს , - ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულმა ბესიკ თამლიანმა გლდანის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

თამლიანის განცხადებით, მისთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

"თავისუფლებას თავისი ფასი აქვს მაგრამ გააჩნია რა ფასად, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მგულშემატკივრობდა. ჩემი სიჯიუტე გამოიხატება იმაში, რომ ეს ბრალი უკვე მქონდა წაყენებული,
როდესაც ჩვენ 20 ივნისს დაგვაკავეს წაგვიყენეს ერთი და იმავე ბრალი, ეს ბრალი წამიყენეს დღესაც. მოსამართლემ მაშინ შემოგვთავაზა აღიარება და მონანიება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ვერ ვაღიარებდი. ვიცოდი, რომ რაღაც მქონდა გაკეთებული, რის გამოც უნდა მეგო პასუხი. მაგრამ რასაც მე მაბრალებენ არის შეუთავსებელი იმასთან, რაც მოხდა
სინამდვილეში. ვამზადებ სარჩელს და იქით მინდა წავუყენო ჩემს მთავრობას სარჩელი იმისთვის, რაც გააკეთეს. ბრძოლა გრძელდება, გავრილოვის ფაქტორი დღევანდელმა მთავრობამ გამოიყენა საკუთარი მიზნებისთვის", - განაცხადა ბესიკ თამლიანმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები