ისინი აპროტესტებდნენ საკარანტინო რეჟიმს, პოლიციელებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ - რას აცხადებენ შსს-ში მარნეულში მომხდარზე?
24-03-2020
ისინი აპროტესტებდნენ საკარანტინო რეჟიმს, პოლიციელებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ - რას აცხადებენ შსს-ში მარნეულში მომხდარზე?
გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანდა ადგილობრივი რამდენიმე ახალგაზრდა როგორ აპროტესტდებდა მარნეულში გამოცხადებულ საკარანტინო რეჟიმს და შეურაცხყოფას აყენებდა შსს-ს თანამშრომლებს. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, მარნეულში პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1996 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1999 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.
მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, მარნეულში, პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა
სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლალი
28 მარტი 2020 23:40
ხალხო რამ გადაგრიათ,თქვენი სიცოცხლის გადარჩენისთვის კეთდება ეს,ნუთუ არ გესმით? დასჭერია ყველა ვინც პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?