"გოგოს ხელი მუცელზე ჰქონდა მიდებული და დახმარებას ითხოვდა... მამას 3 თვის ბავშვი როგორ უნდა მოეკლა, საშინელი ამბავია"
"გოგოს ხელი მუცელზე ჰქონდა მიდებული და დახმარებას ითხოვდა... მამას 3 თვის ბავშვი როგორ უნდა მოეკლა, საშინელი ამბავია"
ენითაღუწერელი ტრაგედია დატრიალდა გურჯაანის სოფელ ვეჯინში. პოლიციამ 23 წლის ივანე ნოზაძე თავისი 3 თვის ჩვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის ბრალდებით დააკავა. აღსანიშნავია, რომ დანით თვითდაზიანება მუცლის არეში დაკავებულმაც მიიყენა. სამწუხაროდ, ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილი ახალგაზრდა ქალი და თავად ბრალდებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დანაშული ცხელ კვალზე გაიხსნა. ივანე ნოზაძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის უკვე წაუყენეს. მას 13-დან 17
წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შვილს - 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს -
1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გავარკვიეთ, წყვილი გურჯაანის სოფელ ვეჯინში სტუმრად იყვნენ ჩასულები, დანაშაულის მიზეზზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
გურჯაანში მცხოვრებმა გვიამბო:
- ეს ოჯახი სტუმრად ბრალდებულის ქვისლის სახლში იყო და სწორედ იქ დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია. დაჭრილი ქალის და, ბექა ბეჟიტაშვილის მეუღლეა და საჩხერიდან თურმე სოფელში ჩააკითხეს. სულ მეორედ ჩამოსულან ამ ოჯახში სტუმრად. თავად ეს ოჯახი, სადაც ტრაგედია მოხდა, სოციალურად დაუცველია. რა მოხდა იქ, ჯერჯერობით არავინ იცის. დეტალებზე არ საუბრობენ ოჯახის წევრები. 3 თვის ჩვილია გარდაცვლილი. პოლიცია რომ მოვიდა დაჭრილი ბრალდებული სახლში დახვდა. მას მუცელში აქვს დანით ჭრილობა მიყენებული. მუცელში არის დაჭრილი მისი მეუღლეც, როგორც მეზობელმა მითხრა, გოგოს ხელი მუცელზე ჰქონდა მიდებული და დახმარებას ითხოვდაო, მას გონება არ დაუკარგავს. ვესაუბრე თავად ბექას, რომლის სახლშიც იყვნენ სტუმრად, მითხრა, ჩემი ქვისლია და არ ვიცი ეს რატომ ჩაიდინაო. მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. თუ არ ამბობენ ხმამაღლა, არ ვიცი. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები გაირკვევა. ბავშვის ცხედარი ჯერ კიდევ აქ ასვენია და ალბათ მერე გადაასვენებენ პროზექტურაში. საშინელი ამბავია.

- რაიმე ფსიქიკური პრობლემა ხომ არ ჰქონდა ბრალდებულს, რას ამბობს ოჯახი?
- ქვისლი ამბობს, ისეთი წყნარი იყო, ხმას ვერ ამოღებინებდიო. არანაირი ფსიქიკური პრობლემა არ შემიმჩნევიაო. ისეთი მძიმე მდგომარეობაა, ამ ბიჭს საუბარიც კი უჭირს. ამბობს, რომ ამ ფაქტს ჩხუბი არ უძღვოდაო. არც ნასვამი იყოო, სხვა დეტალზე ვერაფერს გეტყვით.

როგორც გავარკვიეთ, ივანე ნოზაძე სოფელ კორბოულიდან იყო. მერის წარმომადგენელი ვახტანგ კაპანაძე:
- 23 წლის ივანე ნოზაძე კორბოულის შემავალ სოფელ ჩომახეთში დაიბადა და გაიზარდა. დედისერთაა. მამა 10 წლის გარდაცვლილია, მამას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და თავად ივანეც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პიროვნებაა. 4 წელი იქნება რაც სოფლიდან წავიდა და საჩხერეში, ნაქირავებში ცხოვრობდა. მანამდე მას ჰქონდა პრობლემები პოლიციასთან. როგორც ვიცი, პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, თანასოფლელზე, სრულწლოვან ადამიანზე ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი და ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული. თუმცა ციხეში არ გაუშვიათ. პირობითი მსჯავრი ჰქონდა. მერე წავიდა სოფლიდან და ერთი წლის წინ საჩხერეში დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. ბოლო დროს კი ხან მუშაობდა ხან არა.

სოფელში მეზობლებმა არაფერი იცოდნენ მომხდარზე. უკვე კარგა ხანია სოფელში არ ჩამოსულა. სკოლა კორბოულში აქვს დამთავრებული. ფსიქიკური პრობლემა და გადახრები, ნამდვილად ჰქონდა. მამას 3 თვის ბავშვი როგორ უნდა მოეკლა, საშინელი ფაქტია.

თავად დაჭრილი ქალიც საჩხერელია, სოფელ ჩიხაში ცხოვრობს მისი ოჯახი. როგორც გვითხრეს, წყვილს ეს ერთი შვილი ყავდა და ორივე დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. "არ ვიცით რა მოხდა. გოგო ჩვენი სოფლიდან არის. ცუხიშვილები არიან და მის მშობლებს კარგად ვიცნობ. გოგოს მშობლებიც დასუფთავების სამსახურში მუშაობდნენ. სოციალურად დაუცველი ოჯახია, თუმცა ძალიან კარგი, მშრომელი ხალხი. ყველანი საჩხერეში იყვნენ, იქ ჰქონდათ ბინა ნაქირავები. ძალიან მძიმე ფაქტია. ორი გოგო ჰყავთ, ერთი კახეთში იყო გათხოვილი და როგორც ჩანს, იქ სტუმრად ჩავიდნენ. შეძრული ვარ. სხვა ფერაფერს გეტყვით,"- გვითხრა მერის წარმომადგენელმა ცისანა მაკასარაშვილმა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ფოტო: სააგენტო "ინტერპრესნიუსი"

(სპეციალურად საიტისთვის)

თეო
30 მარტი 2020 09:37
ოჯახის ყველა წევრი დასუფთავების სამსახურში თუ მუშაობდა, სოციალურად დაუცველები როგორ არიან. ამას გონება შეზღუდულობა უფრო ეწოდება. დღევანდელი მდგომარეობის ფონზე დადიან კარ და კარ, არც თავის თავის და არც სხვის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ
სუხია
29 მარტი 2020 19:21
მოსაწევი აგიჟებს. ვინც იცნობდა იმან მითხრა, დილიდან საღამომდე პლანს ეწეოდაო
!!!
29 მარტი 2020 11:29
საინტერესოა 3 თვის ბავშვით რატომ მოშორდნენ მამას. ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ ძალიან ცუდი ამბავია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები