რატომ შეიკრიბა მარნეულის მერიასთან მოსახლეობა - ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ - კვირის პალიტრა

რატომ შეიკრიბა მარნეულის მერიასთან მოსახლეობა - ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ

მარნეულის მერიასთან, სადაც მოსახლეობა შეიკრიბა, სამართალდამცველები მივიდნენ. როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სამართალდამცველებმა მოსახლეობას დისტანციის და საკარანტინე რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდეს. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიცია აქტიურად პატრულირებს მარნეულში, სამართალდამცველები ამ ლოკაციაზეც რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა, ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მერი, რომელმაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დახმარება გარკვეული ჯგუფებისთვის არის და ისინი ამ დახმარებას მიიღებენ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, უკვე 1000-მდე ოჯახს დაეხმარა სახელმწიფო, თუმცა ეს დახმარება ყველას არ ეკუთვნის და მთავრობა ვერც გაწვდება.

"არის მცდარი მოლოდინები იმაზე, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება. ხაზგასმით ვამბობ, 1000-მდე ოჯახთან მივედით, სადაც იყო მოწყვლადი ჯგუფები სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ დახმარებებს ვაგრძელებთ, მაგრამ მთლიან მოსახლეობას ეს ყველაფერი არ ეკუთვნის და ბუნებრივია, ამას ვერც გავწვდებით", - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"