საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები ჰაკერების საიტზე გავრცელდა - რას აცხადებენ მომხდარზე შსს-ში?
საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები ჰაკერების საიტზე გავრცელდა - რას აცხადებენ მომხდარზე შსს-ში?
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების ფორუმზე გავრცელების შესახებ უცხოური მედიის ინფორმაცია ცნობილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.

"ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ პორტალ zdnt.com-ის ინფორმაციით, 28 მარტს, ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს პირად მონაცემებს - პირად ნომრებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს.
აღნიშნულ ბაზაში იძებნება მონაცემები გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებაც.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები