საგანგებო სიტუაციის წესის დამრღვევ პირებს, ვისთვისაც საპატიმრო სასჯელი განისაზღვრება, სასჯელაღსრულების სპეციალური დაწესებულება მიიღებს
საგანგებო სიტუაციის წესის დამრღვევ პირებს, ვისთვისაც საპატიმრო სასჯელი განისაზღვრება, სასჯელაღსრულების სპეციალური დაწესებულება მიიღებს
საგანგებო სიტუაციის წესის დამრღვევ პირებს, ვისთვისაც საპატიმრო სასჯელი განისაზღვრება, სასჯელაღსრულების სპეციალური დაწესებულება მიიღებს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაწესებულება მზად 2-3 დღეში იქნება.

"სანქციების მხრივ რაიმე ცვლილება შემოთავაზებული არ ყოფილა. რა სანქციებიც იქნა პირველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შემოღებული, ეს სანქციები დღესაც ძალაშია, იცით ჯარიმების ოდენობებიც. ეს ჯარიმები რჩება ძალაში. თუმცა, თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც პირი არის დაჯარიმებული და განმეორებით დაარღვევს წესს, გათვალისწინებულია ასევე საპატიმრო
სასჯელიც. მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ქართული საპატიმროების სისტემა იქნება სრულად მზად იმისთვის, რომ ასეთი პირები მიიღოს, ამისთვის ცალკე გამოყოფილ დაწესებულებაში. მე არ მინდა უფრო მეტი დეტალი გითხრათ ახლა და დღეს, მაგრამ თუკი ამაში დაგვეხმარებით, რომ საზოგადოებას ეს ვუთხრათ, ალბათ, ყველასთვის უფრო სასარგებლო იქნება. ჩვენ
სულ ორ-სამ დღეში გვექნება ცალკე თავისუფალი დაწესებულება იმისთვის, რომ თუკი ჩვენს კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დასჭირდებათ უკვე ჯარიმამისჯილი პირის მიერ წესის ხელახლა დარღვევის შემთხვევაში პირის დაპატიმრება, ჩვენ ასეთი პირების მიღებას საპატიმროებში უპრობლემოდ შევძლოთ", - განაცხადა წულუკიანმა.


"ინტერპრესნიუსი"
ჰოპლა
02 აპრილი 2020 17:26
ხომ დარწმუნებული ხართ,რომ ამას კორონა ვირუსიც კი არ შეეყრება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები