შსს უწყების სახელით მობილური ოპერატორების აბონენტებთან დაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე ინფორმაციას ავრცელებს
შსს უწყების სახელით მობილური ოპერატორების აბონენტებთან დაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე ინფორმაციას ავრცელებს
შსს უწყების სახელით მობილური ოპერატორების აბონენტებთან დაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს "UCKEBA"-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge".

"ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები