როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ეტაპზეა გამოძიება მისი მკვლელობის მცდლელობის საქმეზე - რას წერს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ეტაპზეა გამოძიება მისი მკვლელობის მცდლელობის საქმეზე - რას წერს ადვოკატი?

ცოტნე გამსახურდიას ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გადაიდო 1 მაისამდე - ამის  შესახებ სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი წერს.

მეგობრებო, ვინაიდან ბევრი კითხვა მომდის "ინბოქსში" გაცნობებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გადაიდო 1 მაისამდე, წინასწარი გამოძიების ვადების გაგრძელების გამო. მე, როგორც ადვოკატს მაქვს სისტემატური კავშირი პროკურატურასთან და პერიოდულად ვეცნობი საქმის მასალებს. ამ ეტაპზე ველოდებით სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნებს და მიმდინარეობს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები. ჩემი, როგორც ადვოკატის საბოლოო შეფასებას ჩატარებული გამოძიების შესახებ წარმოვადგენ პირველ სასამართლო სხდომამდე. რაც შეეხება ცოტნეს ჯანმრთელობას, ნელ-ნელა, მაგრამ წინ მივდივართ და იმედია მალე ცოტნე თავად შეძლებს კომუნიკაციას საზოგადოებასთან. ასევე მინდა დაინტერესებულ პირებს ვუთხრა, რომ მეუღლე, ანა ჯაბაური მე გამაცნო თავად ცოტნემ ჯერ კიდევ ორი წლის წინ და ის არის შესანიშნავი ადამიანი, რომელმაც ამ ურთულეს დროს გვერდზე გადადო ყველაფერი, საკუთარი პროფესია, პირადი ინტერესები. უარი თქვა ცოტნესთან მიმართებაში ყველა ქონებრივ უფლებასა და მოთხოვნაზე და ყველაფერს აკეთებს მის გადასარჩენად. ჩემი პატივისცემა ყველას ვინც ცოტნეს გულშემატკივრობს და გვეხმარება", - წერს  სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი.

ყარო