საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - კვირის პალიტრა

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება აღარ იარსებებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა აღნიშნა, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს დაწესებულება შეუერთდება #12-ე დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელე თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირი, რომელი ჩინის და რანგის მოხელეც არ უნდა იყოს ისინი იქნებიან ერთი და იმავე დაწესებულებაში და თუ მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულება 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული #12-ე დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც ყოფილი "მატროსოვის ციხე" გახდება 1-ელი მაისიდან", - განაცხადა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"