"იქ განაბის ოჯახია უკვე, ბრატ, ლაგერია, სიმონ"- სპეცოპერაცია ჭიათურაში და კადრები "ქურდული შეკრებიდან"
"იქ განაბის ოჯახია უკვე, ბრატ, ლაგერია, სიმონ"-  სპეცოპერაცია ჭიათურაში და კადრები "ქურდული შეკრებიდან"
სამართალდამცავებმა ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მათ ბრალი "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობასა და "ქურდული სამყაროს" წევრობაში ედებათ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი
დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მათ ბრალი "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობასა და "ქურდული სამყაროს" წევრობაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს, ჭიათურაში
მოაწყვეს "ქურდული შეკრება" და მანგანუმის მადნის მომპოვებელ ერთ-ერთ შპს -ს წარმომადგენელს აიძულებდნენ საწარმოს მოგების 30%-ის გადახდას. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები ზეწოლის შედეგად მისაღები თანხის ნაწილს კრიმინალური ავტორიტეტებისათვის განაწილებას აპირებდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს უკავშირდებოდნენ. გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამავე საქმეზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს. მ.ბ.-ს ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს", -ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები