სუს-ის თანამშრომელი უწყების შენობაში გარდაცვლილი ნახეს - კვირის პალიტრა

სუს-ის თანამშრომელი უწყების შენობაში გარდაცვლილი ნახეს

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, ამავე სამსახურის თანამშრომელი ალუდა ზვიადაური გარდაცვლილი ნახეს. ჩვენი ინფორმაციით, ის უწყების სამეურნეო ნაწილში მუშაობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი თვითმკვლელობაა, თუმცა უცნობია, რატომ უნდა მოეკლა ახალგაზრდა კაცს თავი. მეორე ვერსიით, შესაძლოა მას იარაღი გაუვარდა.

ვარკეთილში იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც ალუდა ზვიადაური ცხოვრობდა, მისი გარდაცვალების ამბავს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ. სავარაუდოდ,  ის სუს-ში შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის რეკომენდაციით მოხვდა. ისინი წლებია ერთმანეთს იცნობენ. გომელაური ადრე ზვიადაურების მეზობლად ცხოვრობდა.

იხილეთ ასევე: რას ამბობენ სუს-ში უწყების თანამშრომლის გარდაცვალებაზე

(სპეციალურად საიტისთვის)