რას ამბობენ სუს-ში უწყების თანამშრომლის გარდაცვალებაზე - კვირის პალიტრა

რას ამბობენ სუს-ში უწყების თანამშრომლის გარდაცვალებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სუს-ის შენობაში გარდაცვლილი ნახეს. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი ალუდა ზვიადაური უწყების სამეურნეო ნაწილში მუშაობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი თვითმკვლელობაა, თუმცა უცნობია, რატომ უნდა მოეკლა ახალგაზრდა კაცს თავი. მეორე ვერსიით, შესაძლოა მას იარაღი გაუვარდა.

ვარკეთილში იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც ალუდა ზვიადაური ცხოვრობდა, მისი გარდაცვალების ამბავს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ. სავარაუდოდ, ის სუს-ში შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის რეკომენდაციით მოხვდა. ისინი წლებია ერთმანეთს იცნობენ. გომელაური ადრე ზვიადაურების მეზობლად ცხოვრობდა.

"ვადასტურებთ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" სუს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.