საზარელი ავარია სართიჭალაში - გარდაცვლილია 2 ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

საზარელი ავარია სართიჭალაში - გარდაცვლილია 2 ახალგაზრდა

სართიჭალაში მომხდარ ავტოავარიას ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ქალი და მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდები ადგილზევე დაიღუპნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"