გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ - კვირის პალიტრა

გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა. სასამართლო პროცესი მცხეთაში ამ წუთებში იმართება და მასზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მხარეების მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე გადაწყვეტილება გამოცხადდება.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

"ინტერპრესნიუსი"