14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებების ბრალდებით საჩხერეში ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებების ბრალდებით საჩხერეში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული ბ.ი. საჩხერეში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულს ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.

დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.