ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს - კვირის პალიტრა

ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს

სამართალდამცავებმა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული. სამართალდამცავებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 1 აბი "სუბოქსინი" აღმოუჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: ვინ არის და როგორ გამოიყურება ოთარ ფარცხალაძის ცოლი?

"ინტერპრესნიუსი"