ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ოთარ ფარცხალაძის ძმას პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ოთარ ფარცხალაძის ძმას პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

სამართალდმაცავებმა ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას პირადი ჩხრეკისას 1 აბი "სუბოქსინი" აღმოუჩინეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: ვინ არის და როგორ გამოიყურება ოთარ ფარცხალაძის ცოლი?

"ინტერპრესნიუსი"