ბიზნესმენ ბესიკ ივანაშვილს არასრულწლოვნთან გარყვნილი ქმედების გამო ბრალი წარუდგინეს - რას ამბობს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

ბიზნესმენ ბესიკ ივანაშვილს არასრულწლოვნთან გარყვნილი ქმედების გამო ბრალი წარუდგინეს - რას ამბობს ადვოკატი?

საჩხერეში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბიზნესმენ ბესიკ ივანაშვილს ბრალი 141-ე მუხლის, მე-2 ნაწილით ედება, რაც წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ადვოკატი ავთანდილ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ვარაუდობს, რომ მისი დაკავება ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალები დღეს გადაეცა და სრულად არ გაცნობია.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, საქმეზე სასამართლო ხვალ გაიმართება. სხდომა დახურული იქნება და ონლაინრეჟიმში ჩატარდება.

პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი გუშინ დააკავა.