ბათუმის საკარანტინე ზონაში მყოფ 28 წლის მამაკაცს დიდი ოდენობით ნარკოტიკი უპოვეს - კვირის პალიტრა

ბათუმის საკარანტინე ზონაში მყოფ 28 წლის მამაკაცს დიდი ოდენობით ნარკოტიკი უპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით,1992 წელს დაბადებული ნ.შ. ბათუმში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, საკარანტინე ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის-სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება "მეტადონის" 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.