ჩოხატაურში, სოფელ გუთურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

ჩოხატაურში, სოფელ გუთურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ჩოხატაურში, სოფელ გუთურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.