"ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოცხლეს დაატარებდა, დღეს მოკლეს... არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია, არც მკვლელისთვის"
"ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოცხლეს დაატარებდა, დღეს მოკლეს... არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია, არც მკვლელისთვის"
21 მაისს ჩოხატაურის სოფელ გუთურში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 26 წლის ავთო კალანდაძე. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ბიჭი მეზობელმა საკუთარ ეზოში იპოვა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მეზობლები და მოკლულის ახლობლები მომხდარს ვერ ხსნიან. "ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია, რა მოხდა, ვინ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ 26 წლის ბიჭი. იშვიათად რომ შეიძლება შეგხვდეთ ისეთი ახალგაზრდა იყო", - ამბობს მოკლულის ერთ-ერთი მეზობელი "გურია ნიუსთან".

შსს- ინფორმაციით, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით. "საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის
108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

გარდაცვლილი ბიჭის ყოფილი მასწავლებელი მანანა ჯინჭარაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე მომხდარზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

"ყოფილი მოსწავლე არ არსებობს.

დღეს ჩემი საუკეთესო მოსწავლე მოკლეს,
- შეუდარებელი ადამიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა; ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოხლეს დაატარებდა, - სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, უბანშიც;
უნიჭიერესი, ჭკუასაკითხავი კაცი, ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი;

გულით რომ მდომოდა, ერთ საყვედურსაც ვერ ვეტყოდი ისეთი პასუხისმგებლიანი იყო;
ყველა რომ გამემტყუნებინა, მას ვერასოდეს ვაკადრებდი შენიშვნას, - ენა არ მომიბრუნდებოდა;
ღიმილს საგზალივით დაატარებდა, - სულ მომღერალი და მოცეკვავე...
არც მახსოვს ვინმესთან ედავოს, ეჩხუბოს, ეკამათოს;
აქეთ გირჩევდა და დაგაკვალიანებდა...
არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია...
არც მკვლელისთვის...
"ჭირი მართალსო'' - აი, ასე უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის მოსწავლე და აღარ ვიცი, ვინ ვანუგეშო...
დღეს მე, მოგებული რომ მეგონა ის ომი წავაგე - მეც და მკვლელის მასწავლებელმაც.

ვზივარ ახლა გაოგნებული და თქვენთვის ვწერ, ჩემო კოლეგებო...
არ გაჩერდეთ, ილაპარაკეთ, გაუჩერებლად და ძალიან ბევრი, რომ:
ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, რადიკალიზმი, ცივსისხლიანობა და გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს...
არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ...
არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით...
დღეს ჩემი და შენი წილი სიმართლე არ არსებობს - დამარცხებულები ვართ". წყარო


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები