არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულ 9 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულ 9 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-გავრცელებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 10 პირს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რამდენიმე ბრალდებულის ადვოკატმა სალომე კალაიჯიშვილმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქესა და კიდევ 8 პირს, რომლებმაც ბრალი აღიარეს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირს, ის ბრალს არ აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზეც უარი განაცხადა. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამერიკის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ
10 წლით მოუწევს ყოფნა, 8 მშობლის სასჯელი კი 4-დან 6 წლამდე მერყეობს.

"დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული გ.ბ., რომელიც მთელი ამ პერიოდ
ის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა ბრალს, გენარალური პროკურატურის მიერ შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას არ დათანხმდა, რომლის მიხედვითაც, მას მხოლოდ ერთი წლით მოუწევდა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა. სასამართლომ დღეს ის დამნაშავედ ცნო სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება 9 ბრალდებულს, მათ შემთხვევაში, დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის მიღწეული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. რაც შეეხებათ მშობლებს, მათთან მიმართებაში სასჯელი 4-დან 6 წლამდე მერყეობს. გ.ბ.-ს თუ გამოვაკლებთ, 9-ვე პირს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. გ.ბ.-ს განსხვავებული მუხლი ჰქონდა წაყენებული, მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს კალაიჯიშვილი.

ცნობისთვის, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 2019 წლის აგვისტოსა და სექტემბერში სულ 21 პირი დააკავეს. საქმეში მთლიანად 23 არასრულწლოვანია დაზარალებული, რომელთა ასაკი 8-დან 14 წლამდეა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები