მამამ შვილი დანით სასიკვდილოდ დაჭრა - რა მოხდა სოფელ შუა ამაღლებაში? - კვირის პალიტრა

მამამ შვილი დანით სასიკვდილოდ დაჭრა - რა მოხდა სოფელ შუა ამაღლებაში?

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მიხდა.

არსებული ინფორმაციით, 49 წლის მამამ 29 წლის შვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

როგირც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: "ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოცხლეს დაატარებდა, დღეს მოკლეს... არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია, არც მკვლელისთვის"

"ინტერპრესნიუსი"