"ამ ნაძირალამ ავთოს დეიდას, ის ფოტო გაუგზავნა, სასიკვდილოდ დაჭრილ, სულთმობრძავ ბიჭს რომ გადაუღო"
"ამ ნაძირალამ ავთოს დეიდას, ის ფოტო გაუგზავნა, სასიკვდილოდ დაჭრილ, სულთმობრძავ ბიჭს რომ გადაუღო"
ფოტო:ავთო კალანდაძე
21 მაისს, ჩოხატაურის სოფელ გუთურში 26 წლის ავთო კალანდაძე მოკლეს. მკვლელმა მას საკუთარ ეზოში, სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე გამოძიება სისსხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობასა და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები შ.ჯ. დაკავებულია. მკვლელობის მოტივი კი შურისძიებაა.

ავთო კალანდაძის მკვლელობამ სოფელ გუთურის მოსახლეობა შეძრა. მათი თქმით, გარდაცვლილს მშობლები ემიგრაციაში ჰყავდა.
ავთოზე კი მისი რამდენიმე წლით უფროსი და მზრუნველობდა. და-ძმა იმდენად უფრთხილდებოდა ერთმანეთს, იმდენად მოსიყვარულეები იყვნენ, რომ მთელ სოფელს შეაყვარეს თავი. გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი მომხდარ ტრაგედიაზე გვესაუბრება.

- ავთო საუკეთესო ახალგაზრდა იყო, გონიერი, ჭკვიანი, მოსიყვარულე. ასეთივეა მისი და - მარიამიც. გოგონა ავთოზე სულ ორიოდე წლით არის
უფროსი, მაგრამ ძმაზე დედასავით მზრუნველობდა. ბავშვებს ძირითადად მამა ზრდიდა, რადგანაც დედა ჯერ თბილისში მუშაობდა, მერე კი უცხოეთშიც წავიდა და იქ საქმიანობდა... მოგვიანებით უკვე უცხოეთში სამუშაოდ ავთოს მამაც წავიდა. ავთოს და კი გათხოვდა, მაგრამ ძმაზე ისევ ძველებურად ზრუნავდა. ბიჭი, როგორც ვიცი, თბილისში ცალკე ცხოვრობდა, ნაქირავებ ბინაში, მაგრამ უნივერსიტეტიც დაამთავრა და მუშაობაც დაიწყო. ასე რომ, ფეხზე მყარად იდგა... სამსახურიც არ ჰქონდა ცუდი, ბანკში მუშაობდა...

- გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულისგან გარდაცვლილის ოჯახს დიდი რაოდენობით თანხა ჰქონდა ნასესხები, რასაც წლების განმავლობაში სთხოვდა. ის ავთოს მამას დიდი ხნის განმავლობაში საჯაროდაც სწერდა სოციალურ ქსელში, რომ ვალს თუ არ გადაიხდიდნენ, საშინელებას ჩაიდენდა და შვილს მოუკლავდა. ის თურმე ავთოს დასაც ემუქრებოდა...
- როდესაც ეს უბედურება მოხდა, ვალის თაობაზე მაშინ გავიგეთ. დაზუსტებით ამაზე არავინ არაფერი იცის, სხვის ოჯახის ამბებზე რთულია ლაპარაკი. მკვლელი ბაღდათიდან არის, საიდანაც არის ავთოს დედაც. ბაღდადში ცხოვრობს ავთოს დეიდაც. სავარაუდოდ, მკვლელი აქედან იცნობდა ამ ოჯახს და იმდენად ახლოს იყვნენ, რომ მოკლულის და - მარიამიც მან მონათლა.

როგორც ამბობენ, მკვლელი ავთოსაც კარგად იცნობდა და თანხის საკითხზე ბიჭსაც აწუხებდა. არ მესმის, რა ვალისთვის უნდა ჩაუსაფრდე ადამიანს ეზოში და სრულიად უდანაშაულო მოკლა. ავთოს მის ფულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.  მომხდარით შოკში ვართ მთელი სოფელი. ალბათ ავთოს საბრალო მშობლებიც ვერ იჯერებდნენ, რომ მუქარას აასრულებდა, თორემ რაიმეს ხომ იღონებდნენ - პოლიციას მაინც შეატყობინებდნენ მუქარის შესახებ. ამ ნაძირალამ ბიჭი შუადღისას მოკლა, დღისით და მზისით. ორჯერ ესროლა, - ავთოს გულში აქვს ტყვია მოხვედრილი. მერე მანქანაში მშვიდად ჩაჯდა და წავიდა. ეზოში წაქცეული ავთო პირველად ბიძაშვილმა ნახა და შოკში ჩავარდა. მკვლელმა კი ამასობაში, მოკლულის ერთ-ერთ, ასევე უცხოეთში მყოფ დეიდას, ის ფოტო გაუგზავნა, მის სასიკვდილოდ დაჭრილ, სულთმობრძავ ბიჭს რომ გადაუღო, - აი, მუქარა შეგისრულეთ, მოვკალი თქვენი ავთოო. მერე კი, როგორც გავიგეთ, პოლიციას თავად ჩაბარდა.


(სპეციალურად საიტისთვის)

ioa
22 ივნისი 2020 23:38
ფულის გამო კაცი როგორ უნდა მოკლა? სცემე თუ მაინდამაინც, ასე დაცემა როგორ შეიძლება სიცოცხლე ხომ ღმერთის მიერ მინიჭეწბული აქვს ადამიანს.... ეს დიდი ცოდვაა უნდა გეშინოდეთ!
პატრიოტი
18 ივნისი 2020 21:31
ფული თუ დააწერეთ ძალიან კარგად გაუკეთებია.
დასასჯელები თქვენ ხართ რომ ადამიანი მკვლელად აქციეთ.ვალი დაგებრუნებინათ და ყველაფერი კარგათ იქნებოდა.ეხლა მოიხმარენ ეგ ფული .
პატრიოტი
18 ივნისი 2020 21:24
ფული თუ დააწერეთ ძალიან კარგად გაუკეთებია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები