"შვილი სასიკვდილოდ დაჭრა და გაიქცა, დილით ოპოვა პოლიციამ, რომ დააკავეს, უკითხავს? - მოვკალიო?"
"შვილი სასიკვდილოდ დაჭრა და გაიქცა, დილით ოპოვა პოლიციამ, რომ დააკავეს, უკითხავს? - მოვკალიო?"
ფოტო:მოკლული ილია ჯიბლაძე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზედიზედ მომხდარი მკვლელობების მორიგი მსხვერპლი სოფელ შუაამაღლების მკვიდრი ილია ჯიბლაძეა, რომელიც 49 წლის მამამ, მამუკა ჯიბლაძემ გამოასალმა სიცოცხლეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ: "გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს - 1991 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო
დაწესებულებაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ი.ჯ.ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მ.ჯ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია თოფი და 12 ვაზნა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ
მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

სოფლის მოსახლეობის თქმით, ტრაგედია, ჯიბლაძეების ოჯახში ათეული წლების განმავლობაში გამეფებული ძალადობის შედეგია. მომხდარზე ჯიბლაძეების მეზობელი გვესაუბრება, რომელმაც ინკოგნიტოდ ისურვა დარჩენა:

- ჯიბლაძეების ოჯახში ეს ტრაგედია კარგა ხანია მწიფდებოდა... სამწუხაროა, რომ მისი თავიდან აცილება ვერ შევძელით. სოფელში ბევრმა იცოდა, რომ შვილის მკვლელობაში ბრალდებულს მთელი ოჯახი გამუდმებული ფიზიკურზე მეტად, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ჰყავდა. ყველასაგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა, რასაც ოჯახის 7 წევრიდან, ფაქტობრივად, ვერავინ უწევდა წინააღმდეგობას. ალბათ, ასე  კონფლიქტს იცილებდნენ თავიდან. როგორც ჩანს, როდესაც უფროსმა შვილმა მოინდომა შეწინააღმდეგებოდა, სიცოცხლესაც გამოასალმა.

წარმოგიდგენიათ, უკვე დაოჯახებულ შვილსაც უსიტყვო მორჩილებას სთხოვდა, შვილს, რომელსაც ისედაც პრობლემები ჰქონდა - ილიას 4 წლის პატარას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

ილიას და მის ძმებს დედის მიმართ მამის ავადმყოფური ეჭვიანობაც აწუხებდათ. არადა, მას ამ ეჭვიანობისთვის არანაირი საბაბი არ ჰქონდა.

ილიას დედა არასრულწლოვანი გათხოვდა, ქალი ამჟამად 44 წლის არის, ილიას მომდევნო ძმა 28 წლის გახდა. სულ პატარა ძმა კი - 7 წლისაა. როდესაც შვილები წამოიზარდნენ, დედამ საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა მზარეულად, მაგრამ ქმარმა სამსახურს თავი, ეჭვიანობის გამო, დაანებებინა.

ილიას დედა ბევრს ითმენდა, მაგრამ იბრძოდა კიდეც, როგორც შეეძლო. ქმარს რამდენჯერმე გასცილდა, მაგრამ ისევ შეურიგდა. რომ სცოდნოდა მსგავსი მოთმინება რასაც მოუტანდა, ალბათ ასე არ იზამდა.

-  ამ ტრაგედიის მიზეზი რა გახდა?
- ილია მშრომელი ბიჭი იყო, თავს არ ზოგავდა თუ სეზონური სამუშაო რაიმე გამოჩნდებოდა. როგორც ამბობენ, იმ დღესაც შინ დღიური სამუშაოდან დაღლილი დაბრუნდა, მოგვიანებით მეზობლებმა ლუდზე დაპატიჟეს... არ ვიცი, მამუკას რაში დასჭირდა მაინც და მაინც მაშინ ბიჭის შინ ყოფნა, მისულა მეზობელთან და მისთვის შინ გაყოლია მოუთხოვია, შვილი არ წაყვა თურმე და იქვე უშვერი სიტყვებით გალანძღა. ილია როდესაც შინ დაბრუნდა, როგორც ჩანს, მამას ეკამათა. რა მოხდა, დანამდვილებით არავინ იცის, რადგან არ შესწრებია არავინ ამ კამათს -  მამა - შვილი სახლის გარეთ ნაგებობაში, გურიაში "კუხნას" რომ ვეძახით, მარტონი იყვნენ.
უცებ ილიას ყვირილი გაისმა, - მიშველეთო! ილიას დედაც და ცოლიც ამ ხმაზე გაცვივდნენ სახლიდან და წარმოუდგენელი უბდურების მოწმენი გახდნენ, ილია ნაგებობიდან გამოსულიყო და იქვე ბალახზე ეგდო დაჭრილი, მამამისი კი არსად ჩანდა... ამასობაში ჯიბლაძეებთან მთელი სოფელი მიცვივდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, - ილიას ღვიძლი და ნაწლავები ჰქონია დაზიანებული, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მამა კი გაიქცა, მერე, როგორც ირკვევა, სოფელშივე, მაღალ გვიმრებში იმალებოდა. დილით იპოვა პოლიციამ, რომ დაუკავებიათ, უკითხავს, - მოვკალიო? ალბათ ახლა ნანობს კიდეც, მაგრამ ამით შვილს ვერ გააცოცხლებს...

(სპეციალურად სიატისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები