რას ამბობენ სუს-ში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს საზღვარი ტერორიზმში ბრალდებულმა პირმა გადმოკვეთა
23-05-2020
რას ამბობენ სუს-ში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს საზღვარი ტერორიზმში ბრალდებულმა პირმა გადმოკვეთა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს საზღვარი ტერორიზმში ბრალდებულმა პირმა გადმოკვეთა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, იემენის მოქალაქის წინააღმდეგ ძიება საზღვრის უკანონო კვეთისა და ქრთამის მიცემის ბრალდებით მიმდინარეობდა.

"გიდასტურებთ, რომ ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის დაკავება და ამასთან დაკავშირებით სამინისტრომაც გააკეთა კომენტარი რამდენიმე დღის წინ. რაც შეეხება იემენის მოქალაქეს, მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა ორი მუხლით, ესენია: საზღვრის უკანონო კვეთისა და ქრთამის მიცემის ფაქტი.
არც წითელი ცირკულარით არ არის ძებნილი ეს პირი და არც ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ იკვეთება საქმეში. ასევე, დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ საზღვრის კვეთა მოხდა მხოლოდ ერთხელ," - აცხადებენ სუს-ში.

ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით კი, ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ პირი, რომელმაც ლარსის გამშვები პუნქტი ორჯერ უკანონოდ გადმოკვეთა, ალქაიდას
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტერორისტი, აბდულა ჰაჰმედ აბდულაჰი, იგივე აბუ მუჰამედ ალმასრია. ტელეკომპანიის ცნობით, თავდაპირველად აღნიშნული ფაქტის შესახებ მათ სანდო წყაროდან შეიტყვეს, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კი მათ ხელთ არსებული მონაცემები ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის მონაცემებს დაემთხვა.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები