ავარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - დაშავებულია 5 ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

ავარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - დაშავებულია 5 ახალგაზრდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ახალგაზრდა მამაკაცია შემოყვანილი, ხუთივე იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში,უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა", - აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრასნპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.