ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავეს - მას ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან - კვირის პალიტრა

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავეს - მას ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან

ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავეს. სპორტსმენს ყოფილ ყოფილ ცოლზე ძალადობა ედება ბრალად.  ამ წუთებში საქალაქო სასამართლო  აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებითაა დაკავებული.

როგორც წყარო ეუბნება რადიო თავისუფლებას, შსს-მ ის 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც.  21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, ჩოგბურთელის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, სხდომის დახურვას ითხოვს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს.

გთავაზობთ ინტრევიუს ნიკოლოზ ბასილაშვილის უკვე ყოფილ მეუღლესთან, რომელიც "კვირის პალიტრამ" 2019 წლის იანვარში ჩაწერა: "საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი" - რას ჰყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის ულამაზესი მეუღლე?