"ნიკოლოზ ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, მტკიცებულებები არ არსებობს" - რას აცხადებს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ნიკოლოზ ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, მტკიცებულებები არ არსებობს" - რას აცხადებს ადვოკატი?

ნიკოლოზ ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, მტკიცებულებები არ არსებობს, - ამის შესახებ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის მუხლით დაკავებული ჩოგბურთელის ადვოკატმა განაცხადა.

მისი თქმით, ბასილაშვილი უხლოეს მომავალში გათავისუფლდება.

"მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. მთავარი გახლავთ ის, რომ მას გირაო შეეფარდა და უახლოეს მომავალში დატოვებს. დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს“, - განაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, ბასილაშვილის პოზიციიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"მასთან არ გაფორმებულა არანაირი საპროცესო შეთანხმება. ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, ამის მტკიცებულებებიც საქმეში არ არსებობს. რა თქვა პროკურატურამ არ მაინტერესებს. ჩვენ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან და ნიკოლოზ ბასილაშვილის პოზიციიდან გამომდინარე, კომენტარს არ ვაკეთებთ" , - განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"