ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე თავისუფალია და სახლში იმყოფება - რას ამბობს ადვოკატი?
ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე თავისუფალია და სახლში იმყოფება - რას ამბობს ადვოკატი?
ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გათავისუფლებულია. ამის შესახებ "ინტერპრენსიუსს" ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ბასილაშვილი უკვე სახლში იმყოფება.

"ოჯახმა და მე პირადად საქმესთან დაკავშირებით უკვე გავაკეთეთ განცხადებები. სხვა დეტალებზე ნიკოლოზ ბასილაშვილი არ ისაუბრებს. ის უკვე გათავისუფლებულია და სახლში იმყოფება", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის
"ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლ
ის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა