"თუ ვინმეს ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით გიამაყიათ, იცოდეთ, რომ ეს დიდწილად დაკავშირებულია მის ყოფილ ცოლთან"
"თუ ვინმეს ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით გიამაყიათ, იცოდეთ, რომ ეს დიდწილად დაკავშირებულია მის ყოფილ ცოლთან"
ვწუხვართ, მაგრამ თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერას, თუ მის დღევანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი, ვისკენაც მას შეუძლია ხელი გაიშვიროს, საკუთარი თავია, - ამის შესახებ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, სპორტსმენის წარმატებული ცხოვრება იმის საფუძველს არ იძლევა, რომ მისი ძალადობის შესახებ არ ისაუბრონ.

"საზოგადოებამ მინდა იცოდეს, ვინ არის ეს ქალი და რა როლი აქვს მას თავად ნიკოლოზ
ბასილაშვილის წარმატებაში. ნიკოლოზ ბასილაშვილი ნამდვილად არის სპორტულ სამყაროში ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი ადამიანი და მისი დამსახურებები ნამდვილად ხაზგასასმელია, რაც ჩვენ ყველას გვიხარია. თუმცა, ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ადამიანი კონკრეტულ სფეროში, ან კონკრეტული მიმართულებით უნდა ძალადობდეს ვინმეზე. მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის
უდავოდ წარმატებული ადამიანი, ჩვენ გავჩუმდეთ, ეს დაუშვებელია, ეს არ ნიშნავს არც სამართლებრივ სახელმწიფოს და არც ალბათ, განვითარებულ საზოგადოებას, რომელიც ხშირად მოუწოდებს ქალს, რომ მოითმინოს ძალადობა მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი, რომელზეც საუბრობს, წარმატებულია და სახელმწიფოს წარმოადგენს.
ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, სრულიად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომელიც სგამოძიებო ორგანოშია წარდგენილი, ეს რეალურად მხოლოდ ბატონი ნიკოლოზის დამსახურებით ხდება.

ვწუხვართ, მაგრამ თუ მის კარიერას, თუ მის დღევანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი, ვისკენაც მას შეუძლია ხელი გაიშვიროს, საკუთარი თავია.

ამავდროულად უნდა ვისაუბროთ, მის პირად წარმატებაში რა როლი აქვს მის ყოფილ მეუღლეს, მის ყოფილ ცოლს. ქალბატონი ნელი პრაქტიკულად 8 წელი იყო ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება პირდაპირ უკავშირდება მათი თანაცხოვრების პერიოდს. ამაზე თავად ნიკოლოზი საუბრობს არაერთ მედიაგადაცემაში, ბეჭდურში, თუ სატელევიზიოში და ის აღიარებს აწ უკვე მისი ყოფილი ცოლის როლს მის სპორტულ კარიერაში. ასე რომ, თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ბატონი ნიკოლოზის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ოჯახთან და პირველ რიგში, მის ყოფილ ცოლთან", - აცხადებს აბაშიძე.

ნათია
26 მაისი 2020 14:50
რატომ,მერე რატომ მიიყვანა საქმე იქამდე რომ ქმარს გაეყარა. ორივე ძალიან მეცოდება, იმიტომ რომ ძალიან შესაფერები არიან.კაცს არ უნდა ეჭიდაო,მას მოფერება და გურგული უყვარს,ფული თუ აქვს და გაცხოვრებს შეუწყვე ხასიათი, მოითხოვე ცალკე ცხოვრება და უფრო უკეთესად მოაწყობ შენ ცხოვრებას. მოდელი რომ ხარ ეს იმას არ ნიშნავს გაშიშვლდე და ისე ეჩვენო საზოგადოებას,ქმარი თუ გინდა და თანაც წარმატებული,სულ დაანებე თავი მოდელობას,ეგ დროებითი საქმიანობაა,ქმარი კი სიკვდილამდე გჭირდება, ძალიან მეცოდებით ორივე,მაგრამ უფრო ბიჭი.იქნება შეძლო და შეინარჩუნო.ქალი უქმროდ ფრთა მოტეხილია და თანაც შენისთანა გოგო......
maia
26 მაისი 2020 13:01
რატომ? მშობლებს არაფერი არ გაუკეთებიათ? თუ ეს რომ გაჰყვა ცოლად, მერე გახდა დიდი ჩოგბურთელი? ჩემი აზრით, ამას კი არა, სწორედ მშობლებს აქვთ დიდი დამსახურება. ეს რისი მაქნისიცაა, კი დავინახეთ. ბასილაშვილს ახალი შეყვარებული ჰყავს და დასცხა, შემოსავალი შემოაკლდებოდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?