რატომ არ დაესწრო პრესკონფერენციას ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე?
რატომ არ დაესწრო პრესკონფერენციას ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე?
ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი (ნეკა) დოროყაშვილის ადვოკატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. როგორც დილიდან ცნობილი იყო, პრესკონფერენციას უნდა დასწრებოდა თავად ნეკა დოროყაშვილი, თუმცა ის არ გამოცხადდა და ამის მიზეზი მისმა უფლებადამცველებმა განმარტეს.

"თავად ქალბატონი ნელი იმის გათვალისწინებით, რომ ნამდვილად არ არის ადვილი, რაც დღეს ხდება, ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, მან ვერ შეძლო დღეს ჩვენთან ერთად ყოფნა, ალბათ ეს გასაგებიც არის, მაგრამ ჩვენ გადმოვცემთ ყველა მის მოსაზრებას
და ყველა ეს მოსაზრება შეთახმებულია მასთან... ნელი დოროყაშვილის, როგორც დედის მთავარი პრიორიტეტია არასრულწლოვანი შვილის ინტერესების დაცვა და სწორედაც ამიტომ მან თავი შეიკავა დღეს პირდაპირ მედიასთან ესაუბრა. ის ერთი მხრივ არის დაზარალებული ქალი, მაგრამ ამასთანავე ის არის პრაქტიკულად ერთადერთი აღმზრდელი შვილის და ამ წუთებშიც მის შვილთან
დაკავშირებულ წუხილებზე ზრუნავს, ამიტომ დღეს უმჯობესია მისი ბავშვთან ყოფნა და ბავშვის ფსიქო-ემოციურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა", - განაცხადა ადვოკატმა ანა აბაშიძემ.




აუუუუ
26 მაისი 2020 14:47
დაიწყო ბავშვით მანიპულირება...მთავარია შვილი და ა. შ.
პ.ს. წლები თუ ძალადობდნენ, რას ელოდებოდი??? სანამ მილიონებს არ მოაგროვებდა ქმარი??? გაცლოდი და მიგეხედა კარიერისთვის, თუ რა თქმა უნდა ამის შანსი გქონდა???
არაუშავს, თუ თავში ჭკუა აქვს ბასილას, აწი ფრთხილად იქნება ქალებთან.
რიგითი მოქალაქე
26 მაისი 2020 11:13
შვილზე ფიქრობს ვითომ? იმ შვილზე, მამა რომ ამ დღეში ჩაუგდო? ვინმემ გადაუხადა ამისთვის?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?