"ბასილაშვილის სახლის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა" - რა ჩანს კადრებში? - კვირის პალიტრა

"ბასილაშვილის სახლის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა" - რა ჩანს კადრებში?

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილის სახლის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ სპორტსმენის ყოფილი ცოლი არათუ გარბის, არამედ, ტერიტორიას ბავშვთან ერთად მშვიდად ტოვებს.

როგორც ირმა ჭკადუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე დაკითხულია არაერთი მოწმე, რომლებიც იგივეს ადასტურებს.

"კამერების ჩანაწერი ამოღებულია, საიდანაც ცალსახად დასტურდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დოროყაშვილზე არ უძალადიათ. ეს კამერები არის ჭიშკართან და ჩანს, რომ არავინ არსად გარბის. მოწმეებიც არიან დაკითხული, თუ როგორ მშვიდად მიდის ის ბავშვთან ერთად ტერიტორიიდან", - აცხადებს ჭკადუა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ბასილაშვილის მიერ ძალადობის შემდეგ, მას გრძელტარიანი საგნით მამამთილი გამოეკიდა, რის შემდეგაც ყოფილი ქმრის სახლიდან ბავშვთა ერთად გაიქცა.

იხილეთ ასევე: რატომ არ დაესწრო პრესკონფერენციას ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე?

"ინტერპრესნიუსი"