"დავიწყებთ დავას,რათა აღვადგინოთ ნიკოლოზ ბასილაშვილის შელახული რეპუტაცია" - ბასილაშვილი ყოფილი ცოლის წინააღმდეგ დავის დაწყებას გეგმავს
"დავიწყებთ დავას,რათა აღვადგინოთ ნიკოლოზ ბასილაშვილის შელახული რეპუტაცია" - ბასილაშვილი ყოფილი ცოლის წინააღმდეგ დავის დაწყებას გეგმავს
ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდება სასამართლოში არ დადასტურდება, ისინი სპორტსმენის შელახული რეპუტაციის აღდგენისთვის სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

ირმა ჭკადუა "ინტერპრესნიუსთან საუბარში გამორიცხავს ნიკოლოზ ბასილაშვილისგან მის ყოფილ მეუღლეზე ძალადობას და აღნიშნავს, რომ თუკი მეორე მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინონ. ადვოკატი ასევე გამორიცხავს ბასილაშვილის შვილზე მისი მშობლების მხრიდან ძალადობის ფაქტს.

"როგორ წარმოგიდგენიათ, ერთადერთ შვილიშვილზე, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდით, როგორ შეიძლება ბებიამ და ბაბუამ იძალადოს?
ეს ვინმეს სჯერა? თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება არ დაუდასტურდება და ის გამართლდება, ჩვენ დავიწყებთ დავას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რათა აღვადგინოთ ნიკოლოზ ბასილაშვილის შელახული რეპუტაცია", - განაცხადა ჭკადუამ.



იხილეთ ასევე: "თუ ვინმეს ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით გიამაყიათ, იცოდეთ, რომ ეს დიდწილად დაკავშირებულია
მის ყოფილ ცოლთან"

"ინტერპრესნიუსი"

ელენე
29 მაისი 2020 16:00
თქვენი დიდი იმედი გვაქვს ქალბატონო ირმა. მთელი საქართველო დაგიჭერთ მხარს რათა აღვადგინოთ ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელი. მისი ყოფილი მეუღლე კი უნდა დაჯარიმდეს! პასუხი უნდა მოეთხოვოს მას ასეთი სამარცხვინო საქციელისთვის!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები