"მამაკაცი ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ბილიკზე იმყოფებოდა" - ბათუმში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
27-05-2020
"მამაკაცი ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ბილიკზე იმყოფებოდა" - ბათუმში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ბილიკზე იმყოფებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?