ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს?
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს?
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს. როგორც "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, ეს საკითხი აქტიურად განიხილება.

"დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ამ საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება. მაგალითად, იმ საკითხზე, როდესაც ამერიკის ღია პირველობაზე ქალბატონი ნეკა ჩავიდა და იქ გარკვეული ინციდენტი მოხდა. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. სხვა ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპისთვის", - განაცხადა
ირმა ჭკადუამ.

ადვოკატის ინფორმაციით, ნოვაკ ჯოკოვიჩი ნიკოლოზ ბასილაშვილს ესაუბრა და სერბმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

პროკურატურამ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
წინასასამართლო სხდომა საქმეზე 16 ივლისს ჩაინიშნა.

****
29 მაისი 2020 17:57
ელენე- ეტყობა ვერ ერკვევი სამართალის ანა-ბანაშიც კი ... სასამართლო ჯერ არ გამართულა, და ჯერ ვერავინ იტყვის გადაჭრილად ვინ დაწამა ცილი და ვინ იყო რეალურად მოძალადე ... თუ სახალხო სასამართლო გავმართოთ??? ნიკასაც არ ჭირდება ასეთი მხარდაჭერა, რომელიც სიცრუის ტირაჟირებაზეა , რატო გგონიატ ამ სისულელე მხარდაჭერით რამეს შემატეთ? ნებისმიერ ბორალურ ქვეყანაში იგივე მოხდებოდა და სასამართლოზე გაირკვეოდა ყველაფერი ... ეჭვი მაქვს, საერთოდ არ იცით, რა ხდება სხვა ქვეყნებში და ამ ტიპის დანაშაულებზე რა ტიპის რეაგირებაა ... ევროპაში 10 წელი ვიცხოვრე ლამის, და ეგ კი ვიცი გადასარევად ... იქნება სასამართლო და გაირკვევა, ასეთი ნელის არაარგუმენტირებული შეურაცხყოფით კი ნიკოლოზს ვერაფერს შემატებთ ... სულაც არ მგონია, რომ სიამოვნებს მისი შვილის დედას ასე რომ ლანძღავენ ... იძალადა, დაისჯება, არ იძალადა, აღიდგენს ღირსებას და ნეკა გასამართლდება ... არც ესაა პრობლემა ...
****
29 მაისი 2020 17:54
მმმ-ს რატომ ტირაჟირებთ სიცრუეს? თავად ნიკოლოზის ადვოკატმა არაერთხელ თქვა, რომ არანაირ ყოველთვიურ თანხას არ იხდის და ეს თანხა იყო თანასაკუთრების გაყოფის შედეგი სასამართლოში, რასაც აკეთებს ყველა განქორწინებული წყვილი ... გადაშალე სამოქალაქო სამართლის კოდექსი, თუ არ გაგიგია ფილმებიდან მაინც არ გახსოვს როგორც ჩანს, განქორწინებისას ცოლ-ქმრობისას შეძენილი ქონება რომ იყოფა ... რა სამარცხვინოა, არც ნიკას არ მოწონს, რომა სეთ ტყუილებს ავრცელებთ, ეს არაა არც მისთვის, არც მისი შვილისთვის კარგი ... ნიკას ადვოკატი ამბობს, არ უხდის არანირ ყოველთვიურ თანხასო, და თქვენ ვინ ხართ, ამ სიცრუეს რომ ტირაჟირებთ ???
.............
29 მაისი 2020 17:07
უნდა იცოდე შენი ფასი შვილო ვინ მოგყავს ცოლად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა