"ჟო­რი­კა რუ­რუ­ას ახ­ლაც იგი­ვე ხმა აქვს, მის სა­ხეს რა და­მა­ვი­წყებს?! მის ბო­როტ თვა­ლებს... მე და ჩემს და-ძმებს იარაღი გადაგვატარა"
"ჟო­რი­კა რუ­რუ­ას ახ­ლაც იგი­ვე ხმა აქვს, მის სა­ხეს რა და­მა­ვი­წყებს?! მის ბო­როტ თვა­ლებს... მე და ჩემს და-ძმებს იარაღი გადაგვატარა"
1992 წელს თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი გა­უ­გო­ნა­რი მკვლე­ლო­ბა დღემ­დე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და ამავდრო­უ­ლად, ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი და­ნა­შა­უ­ლია. მას­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის ერი­დე­ბოდ­ნენ.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დუმ­და თა­მარ თო­რა­ძეც, რო­მელ­საც თვალ­წინ და­უ­ცხრი­ლეს ძმე­ბი. გა­უ­საძ­ლი­სი ზე­წო­ლი­სა და მუ­ქა­რის გამო წლე­ბის წინ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და და ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით აშშ-ში ცხოვ­რობს. თა­მარ თო­რა­ძე 90-იანი წლე­ბის სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას ათწლე­უ­ლე­ბია უშე­დე­გოდ ითხოვს.

ქალი კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­და მას შემ­დეგ, რაც "მთა­ვა­რი არ­ხის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის გი­ორ­გი რუ­რუ­ას
პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი. თო­რა­ძე ამ­ბობს, რომ სწო­რედ რუ­რუა იყო ერთ-ერთი, ვინც მკვლე­ლო­ბის დღეს თო­რა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მი­ვი­და.

1992 წლის 3 მარტს თო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის 5 წევ­რი - დედა, მამა და სამი ვაჟი ამო­ხო­ცეს. ტრა­გე­დი­ას შე­ეს­წრო თა­მარ თო­რა­ძე, რო­მე­ლიც მა­შინ 13 წლის იყო. დღეს ის
AMBEBI.GE-ს საქ­მის შე­სა­ხებ ბევრ სა­ი­ტე­რე­სო და უც­ნობ დე­ტალს უყ­ვე­ბა:

- სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზე დღემ­დე უამ­რა­ვი ვერ­სია არ­სე­ბობს. რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა გახ­და მი­ზე­ზი?
- ჩემი ძმე­ბი ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ჩემი მშობ­ლე­ბი კე­თი­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ხალ­ხი. ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ბინ­ძუ­რე იკად­რეს ჩვე­ნი ოჯა­ხის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის. რა არ დაგ­ვაბ­რა­ლეს, ჭო­რე­ბი გა­ავ­რცე­ლეს, თით­ქოს ჩვენ ღირ­სე­ბი ვი­ყა­ვით და ამით ამარ­თლებ­დნენ თა­ვი­ანთ სი­სას­ტი­კეს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში რა იყო: ჩემი ძმე­ბი არ აძ­ლევ­დნენ არა­ვის და­ჩაგ­ვრის უფ­ლე­ბას "ბო­რო­ტებს", რომ­ლე­ბიც აწი­ო­კებ­დნენ ყვე­ლას, ცდი­ლობ­დნენ სრუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ, ეძარ­ცვათ და ეწა­მე­ბი­ნათ ხალ­ხი. ამის უფ­ლე­ბას ჩემი ძმე­ბი არა­ვის მის­ცემ­დნენ, რად­გან მათ ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და, ბევ­რი იც­ნობ­და და გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნე­ბიც ჰქონ­დათ. ისი­ნი იბ­რძოდ­ნენ უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამი­ტომ არ გა­ა­ხა­რეს. ამი­ტო­მაც ამო­მი­ხო­ცეს ოჯა­ხი.

ჩემი ძმე­ბი რომ ცო­ცხლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ის "მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი" ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ვერ გახ­დე­ბოდ­ნენ სხვე­ბის­თვის წარ­თმე­უ­ლი ფულ­ბით და შემ­დეგ მთავ­რო­ბა­ში ვერ მო­ვი­დოდ­ნენ. ხელს შე­უშ­ლიდ­ნენ ამა­ში, რო­გორც ახლა მე ვუშ­ლი მათ ხელს და აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვუშ­ლი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, თქვენს ძმებს მე­ო­რე მხა­რემ უბ­რა­ლოდ და­ას­წრო, თო­რემ თა­ვა­დაც იმა­ვეს ჩა­დე­ნას გეგ­მავ­დნენ...
- ჩემო ოჯა­ხი არა­ნა­ი­რი ბან­და და დაჯ­გუ­ფე­ბა არ ყო­ფი­ლა. იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­ზე და ადა­მი­ა­ნებ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, ჩემი ძმე­ბი არ იყ­ვნენ ყა­ჩა­ღე­ბი! ერთი საქ­მე არ არ­სე­ბობს, რაც ამას და­ამ­ტკი­ცებს. ჩემი მშობ­ლე­ბი ქურდბა­ცა­ცე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნეს და წარ­მო­იდ­გი­ნეთ მე რა დღე­ში ვარ? ჯერ ოჯახს რომ ამო­გი­ხო­ცა­ვენ და შემ­დეგ რე­პუ­ტა­ცი­ა­საც შე­გი­ლა­ხა­ვენ.

ჩემი ძმე­ბი ან­გე­ლო­ზე­ბი არ ყო­ფი­ლან, თუ ვინ­მე გა­არ­ტყამ­და, მე­ო­რე ლო­ყას არ მი­უშ­ვერ­დნენ, სა­კად­რის პა­სუხს გას­ცემ­დნენ, ვაჟ­კა­ცე­ბი იყ­ვნენ და იმი­ტომ! პირ­ვე­ლი არა­ვის ეს­როდ­ნენ, მაგ­რამ არც არა­ვის და­ას­წრე­ბი­ნებ­დნენ. ძა­ლი­ან ბევ­რი ვაჟ­კა­ცი იყო ჩემი ძმე­ბის­ნა­ი­რი იმ დროს და ისი­ნიც და­ხო­ცეს, რად­გან იმას ვერ მი­აღ­წევ­დნენ, რა­საც მი­აღ­წი­ეს. პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო ხო­ცავ­დნენ ხალ­ხს და ასე­თე­ბი მო­ვიდ­ნენ მთავ­რო­ბა­ში. თუ ჩემი ძმე­ბი ყა­ჩა­ღე­ბი იყ­ვნენ, რა­ტომ არ და­ი­ჭი­რეს?!

- რა მოხ­და 1992 წლის 3 მარტს, გა­იხ­სე­ნეთ ის, რა­საც თქვე­ნი თვა­ლით შე­ეს­წა­რით...
- მას შემ­დეგ, რაც ჩემი ძმე­ბი და მშობ­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბილ­ში ამო­ხო­ცეს, მოგ­ვად­გნენ კორ­პუს­თან და ყვი­როდ­ნენ - და­ცა­ლეთ კორ­პუ­სი, უნდა ავა­ფეთ­ქო­თო მე­ზობ­ლე­ბი გა­იქ­ცნენ... მე და ჩემი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდით მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე მე­ზობ­ლის ბი­ნა­ში. იქაც მოგ­ვაგ­ნეს. ფან­ჯრე­ბი­დან გვი­კა­კუ­ნებ­დნენ, ყუმ­ბა­რებს შე­მო­გიყ­რით და ყვე­ლა და­ი­ხო­ცე­ბი­თო.

ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა გა­ა­ღო კარი და შე­მოც­ვივ­დნენ. ოთხი ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვი­და. ორი უნიღ­ბოდ იყო, ყუ­რის და თვა­ლის ძა­ლი­ან კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა მაქვს და მახ­სოვს - ჟო­რი­კა რუ­რუა შე­მო­ვი­და პირ­ვე­ლი და იკი­თხა: თო­რა­ძე­ე­ბი აქ არი­ა­ნო? მე­ზო­ბელ­მა უპა­სუ­ხა, მხო­ლოდ ბავ­შვე­ბიო. შე­მო­ვალთ და დავ­ხე­დავ­თო. ჩემ­მა ძმამ უთხრა, უია­რა­ღოდ ვართ, ხელ­ცა­რი­ე­ლე­ბი, რას შვე­ბი­თო

ჟო­რი­კა რუ­რუ­ას ახ­ლაც იგი­ვე ხმა აქვს, მის სა­ხეს კი რა და­მა­ვი­წყებს?! მის ბო­როტ თვა­ლებს?! თვა­ლებ­ში ჩამ­ხე­და, შემ­დეგ გა­დაგ­ვა­ტა­რა ია­რა­ღი მე და ჩემს პა­ტა­რა და-ძმებს და ია­ტაკ­ზე დაგ­დე­ბუ­ლი ჩემი ძმე­ბი და­ცხრი­ლა. მე­ო­რე მა­ღა­ლი იყო, წვე­რი­ა­ნი, იმან იმე­დო და­ცხრი­ლა...

ვღ­რი­ა­ლებ­დით ბოლო ხმა­ზე... რა­ნა­ი­რად უნდა და­გა­ვი­წყდეს ის თვა­ლე­ბი და სახე, რო­მელ­მაც ეს გა­ა­კე­თა?! არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ გი­ორ­გი რუ­რუ­ას მა­შინ­დე­ლი სახე და თვა­ლე­ბი. ის მე­ო­რეც ვიცი ვინც არის, მაგ­რამ მის ვი­ნა­ო­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ტყვი. და­ვიც­დი ცოტა ხანს და თუ დავ­რწმუნ­დი, რომ არა­ფერს იძი­ე­ბენ, მერე და­ვი­წყებ ხმა­მაღ­ლა ყვე­ლას სა­ხე­ლე­ბის და გვა­რე­ბის ყვი­რილს და ყვე­ლას გა­ვა­გე­ბი­ნებ!

- ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე, საქ­მე­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ჩა­ე­რია. რა იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში პა­ა­ტა ჩლა­ი­ძის მი­ზა­ნი? რა­ტომ ვერ შეძ­ლო მა­შინ დიდი გავ­ლე­ნის მქო­ნე "კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა" ამ შე­დე­გის თა­ვი­დან არი­დე­ბა?
- მა­მა­ჩე­მი აფრ­თხი­ლებ­და ჩემს ძმებს, ძა­ლი­ან ძლი­ერ­დე­ბი­ან ბან­დე­ბი, წა­ვი­დეთ ამ ქვეყ­ნი­დან, თო­რემ ამოგ­ვხო­ცა­ვე­ნო. ეს ბან­და გაძ­ლი­ერ­დე­ბა და მთელ სა­ქარ­თველ­სო და­ი­პყრობ­სო. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" სამ­ჯერ თუ ოთხჯერ იყო მო­სუ­ლი ჩვენ­თან. ერთხელ ჩა­ვი­წე­რე მათი სა­უ­ბა­რი. ჩლა­ი­ძე ამო­ვი­და რად­გან იმ ბი­ჭებს, რომ­ლებ­თა­ნაც ჩემს ძმებს ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ, იც­ნობ­და - არ მინ­და თქვენ შო­რის რამე მოხ­დეს და შე­რიგ­დი­თო.

ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე, ჩლა­ი­ძის მო­ნათ­ლულ­მა ქურდმა გა­ი­ტყუა ჩემი ძმე­ბი და სას­ტი­კად სცე­მეს, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, გა­გა­უ­პა­ტი­უ­რებ­თო, მუხ­ლე­ბი და­უხვრი­ტეს ზა­ზას, იმე­დას და მათ მე­გო­ბარ ზვი­ად გე­ლო­ვანს. ჩემ­მა ძმებ­მა უთხრეს, მოგ­ვკა­ლით აქვე, თო­რემ ხვალ ჩვენ მოგ­კლავთ, ამ შე­უ­რა­ცხყო­ფას არ გა­პა­ტი­ებ­თო. სწო­რედ ამ ჩხუბ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამო­ვი­და პა­ა­ტა ჩლა­ი­ძე, რო­მელ­საც მა­შინ რე­ა­ლუ­რად არა­ნა­ი­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნდა. ჩემს ძმებს ეუბ­ნე­ბო­და, მარ­თლე­ბი ხართ იმათ­თან, მაგ­რამ აპა­ტი­ეთ მა­ინც, მუხ­ლე­ბი რომ და­გიხვრი­ტეს და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით რომ გე­მუქ­რე­ბოდ­ნე­ნო.

შე­რი­გე­ბა ნიშ­ნავ­და იმას, რომ ერთი ბან­და უნდა გამ­ხდა­რიყ­ვნენ. ჩემი ძმე­ბი უნდა გამ­ხდა­რიყ­ვნენ იმ ბან­დის წევ­რე­ბი, ან უნდა ამო­ე­ხო­ცათ. მა­შინ ჩლა­ი­ძემ თქვა, ვინც პირ­ვე­ლი გა­ის­ვრის, იმას ამოვ­წყვი­ტა­ვო, იგი­ნა და ილან­ძღა, მაგ­რამ არც არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. პირ­ვე­ლი არ გა­უს­ვრია ჩემს ოჯახს, ამოგ­ვხო­ცეს და არა­ვინ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა - არც "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა" და არც კა­ნო­ნი­ერ­მა სა­ხელ­მწი­ფომ. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ჩლა­ი­ძეც მოკ­ლეს, ამ­ბობ­დენ, ამ ამ­ბის გა­მოო, მაგ­რამ არამ­გო­ნია.

- ოჯა­ხი­დან რამ­დე­ნი გა­და­ურ­ჩით "ბო­რო­ტებს"?
- სამი მარ­ტის ამო­ხოც­ვის დროს გა­დავ­რჩით: მე (13 წლის ვი­ყა­ვი), ჩემი ძმა 15 წლის და ჩემ­ზე პა­ტა­რა დები 10, 8, და 6 წლი­სე­ბი. ორი წლის შემ­დეგ ჩემი ძმა პა­ა­ტა გა­ი­ტა­ცეს. კო­ლე­ჯში მი­დი­ო­და მან­ქა­ნით, ახ­ლად შე­ძე­ნილ მე­გო­ბარს მი­ყავ­და. გა­ა­ჩე­რეს, გად­მო­იყ­ვა­ნეს ორი­ვე, გა­უშ­ვეს მისი მე­გო­ბა­რი და ჩემი ძმა წა­იყ­ვა­ნეს მან­ქა­ნით, მას შემ­დეგ არა­ფე­რი გვსმე­ნია. ასე­ვე გა­აქ­რეს ჩემი უფ­რო­სი ძმა ზაზა, რო­მე­ლიც 3 მარ­ტის ტრა­გე­დი­ის დროს სახ­ლში არ იყო. საფ­ლა­ვე­ბიც კი არ გვაქვს მათი...

მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი მორ­გში გა­და­იყ­ვა­ნეს და იქე­დან არ გვა­ტან­დნენ, დაკ­რძალ­ვა არ გა­ა­კე­თოთ, მკვდრე­ბი არ იტი­როთ, თო­რემ დავ­წვავთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს და თქვენც ამოგ­ხო­ცავ­თო. გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ - გა­მოჩ­ნდეს ზაზა, თო­რემ ყვე­ლას ამოგ­წყვი­ტავ­თო. ორ­მო­ცი არ იყო გა­სუ­ლი, ზაზა ჩემი რძლის სახ­ლში იპო­ვეს და ცემა-ცე­მით წა­იყ­ვა­ნეს, მთე­ლი სარ­თუ­ლი სის­ხლით იყო მოს­ვრი­ლი, იქვე არ მოკ­ლეს, ინ­ფორ­მა­ცია უნ­დო­დათ, ალ­ბათ. ჩემი ორი ძმის საფ­ლა­ვიც კი არ მაქვს და მხო­ლოდ იმას ვოც­ნე­ბობ, ისი­ნიც ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გვერ­დით იყ­ვნენ და­მარ­ხუ­ლე­ბი.

ყვე­ლა­ზე რომ იძი­ეს შური, შემ­დეგ მუდ­მი­ვად გვით­ვლიდ­ნენ, გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, ხმა არ ამო­ი­ღოთ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, თო­რემ თქვენც გა­გაქ­რობ­თო

ასეთ რა­მე­ებს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას პი­რით გვით­ვლიდ­ნენ. ჩემი ძმის მე­გო­ბარ­თან, გი­ორ­გი ხო­მა­სუ­რი­ძეს­თან მე­გობ­რობ­და ალა­სა­ნია. ირაკ­ლი ჩვენს სახ­ლში ბევ­რჯერ იყო ნამ­ყო­ფი. გი­ორ­გიმ მა­მას გა­აც­ნო, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და კარ­გი მო­მავ­ლის ბი­ჭი­აო. გაგრძელება


ლიკა
29 მაისი 2020 13:44
ჟორიკა რურუა თურმე პოლიტპატიმარი და ანგელოზია და მას უამრავი "თანამგრძნობი" ყავს ევროპასა და ამერიკაში! ამ ფონზე ნიკოლოზ ბასილაშვილი კაცთმოძულედ გამოყავთ და "დასავლეთელი" მოაზროვნეები მის მკაცრად დასჯას ითხოვენ! ამაზე ითქმის, სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?