ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები ნოვაკ ჯოკოვიჩის შესაძლო დაიკითხვაზე განმარტებას აკეთებენ - კვირის პალიტრა

ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები ნოვაკ ჯოკოვიჩის შესაძლო დაიკითხვაზე განმარტებას აკეთებენ

ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, ირმა ჭკადუა და ლალიკო გელაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩის შესაძლო დაიკითხვაზე განმარტებას აკეთებენ:

დღეს, ელექტრონულ მედიასაშუალებებში, გავრცელდა ინფორმაცია, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, ნოვაკ ჯოკოვიჩის დაკითხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჟურნალისტთან, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, როგორც ჩანს, არასწორად იქნა გაგებული ინტერვიუს ეს ნაწილი და გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რას ვგულისხმობდით: როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს, ადრეული ასაკიდან, უწევდა ცხოვრება უცხოეთში. შესაბამისად, მისი მეგობრებისა და კოლეგებისგან, გვსურს, მოვიპოვოთ ნიკოლოზის პიროვნული დახასიათება. ამისათვის, ვგეგმავთ, არაერთ ცნობილ სპორტსმენთან, ამ მიზნით, კომუნიკაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია, წარმოჩენილი იქნა ისე, თითქოს და ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა დაიკითხოს ქართული სასამართლოს მიერ. ვფიქრობთ, ამ თემის, ასეთი სახით ინტერპრეტაცია გადაჭარბებულია. მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, აღარ ვაპირებთ კომენტარების გაკეთებას, მედიასთან, მით უფრო

დისტანციურად. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენს პოზიციებს, გავაჟღერებთ წერილობითი სახით", - წერია იურისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

წყარო

იხილეთ ასევე:ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს?