"საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლსა და კახეთში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას"
30-05-2020
"საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლსა და კახეთში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას"
ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით.

"აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე
ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას.

კერძოდ აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების
გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით.

პირთა ჯგუფი აღნიშნული მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა.

პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

მეგი
02 ივნისი 2020 06:47
შუღლის გაღვივებას არანაირად არ მივესალმები... მაგრამ .... გარეჯზე იმიტომ არ იღებს ხმას მთავრობა,რომ შუღლი არ გააღვივოს? ჩვენს ქართველებს,ინგილოებს იმიტომ ძაღლად არ აგდებს,რომ შუღლი არ გააღვივოს? სომხები რომ ითვისებენ ჩვენს ტერიტორიებს და ისტორიას,იმიტომ დაიკიდეს ფეხებზე,რომ შუღლი არ გააღვივონ? თურქეთის გარდა,არც ერთ მეზობელთან საზღვარი რომ არაა დადგენილი,შუღლის გაღვივებას უფრთხიან?მეჩეთებმა რომ წაიღო საქართველო და საინგილოში წმ.გიორგის ეკლესია ბოსლად აქციეს და ქართულ სახელებსაც ვერ არქმევენ შვილებს ოფიციალურად,აქაც შუღლის გამო ხმა არ უნდა ამოვიღოთ? მიწები რომ იყიდება არაქართველებზე,აქაც უნდა გავჩუმდეთ,ემანდ ბულინგში (ჩაგვრაში!) არ დაგვდონ ბრალი! სამაგიეროდ, ერთ-ერთი პირველი სხდომა ბუსუსებიან პრეზერვატივს მიუძღვნეს ქოცებმა! ჰოდა,გადაჭრეს პრობლემები!.აბა ,სხვა რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მთავრობისგა,სადაც გუგულა,ენძელა,ბესელკა,ვოლსკი,ქანთარია და სულ მისთანანი სხედან და კარის მთავარი რეჟისორი მოღალატე ნარკომანი ხაინდრავაა...ეეეჰ,არაფერიც არ გვეშველება...
Mencari
31 მაისი 2020 11:16
მერე რატომ არ იჭერთ ამ ხალხს მალე ქართველებს ჩვენს ქვეყანაში არ დაგვედგომება

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?