თბილისში 60 წლის მამაკაცი დაჭრეს - რა მოხდა უჯარმის ქუჩაზე? - კვირის პალიტრა

თბილისში 60 წლის მამაკაცი დაჭრეს - რა მოხდა უჯარმის ქუჩაზე?

თბილისში 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი უჯარმის ქუჩაზე მოხდა.

როგორც "ინტეპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისმობს. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით არის დაჭრილი.

"ინტერპრესნიუსი"