თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება მოხდა - კვირის პალიტრა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება კაფე "ვერდეს" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.