ბათუმის საკათედრო ტაძარი გაქურდეს
ბათუმის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნული ფაქტი "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მათივე ცნობით, საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.